ბიძინა ივანიშვილი: რაიმე ფორმით მედიის შეზღუდვა კატეგორიულად მიუღებელია
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ რაიმე ფორმით მედიის შეზღუდვა კატეგორიულად მიუღებელია.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, მთავარია, მათ კანონი არ დაარღვიონ. ამასთან, ივანიშვილის თქმით, „რუსთავი2″ დიდი ხანია, გადასახადებს არ იხდის, რაც ასევე მიუღებელია.
„რაც უნდა ის ქნას “რუსთავი 2”-მა, ჩამოიმხოს თავზე ყველაფერი, ოღონდ კანონი არ უნდა დაარღვიოს, გადასახადი გადაიხადოს, რასაც სხვათა შორის, არ იხდის, ეგეც აშანტაჟებს მათ რიცხვში, ხელისუფლებას, დიდი ხანია არ იხდის გადასახადს და არ იხდის პრინციპულად ერთადერთი მიზეზით, რომ მართლაც არ აქვს ამის რესურსი დღეს ხელისუფლებას, რომ ეს რომ ვქნათ, წარმოიდგინეთ რა მოხდება. რა მოხდა “იბერიას” შემთხვევაში და სიგარეტების, ეს მონაგონი იქნება, მაგრამ ამის დროც დადგება, რომ მაგათაც მოუწევთ გადახდა გარწმუნებთ და ყველა მედიას მოუწევს გადახდა. ყველამ კანონმდებლობა უნდა დაიცვას, არავის არ გაუჩნდება ხიბლი გარწმუნებთ, სანამ მე ვმონაწილეობ და გუნდიც ამ განწყობით არის, რომ რაიმე შეზღუდვა და რეგლამენტაციები მედიას დავუწესოთ, ღმერთმა დაგვიფაროს, არცერთ შემთხვევაში. მედიას დიდი მნიშვნელობა აქვს და კარგია, რომ მედიამ ეს ფუნქცია შეასრულა სწორად, ეს არის ჩემი იდეა. რუსთავი 2-ს რასაც მოვუწოდებ ისაა, რომ ელემენტარული დაიცვას სტანდარტი, რომ არ შეიძლება მარტო ერთი ჟურნალისტის აზრი გამოვიტანოთ, სასახლეები გადმოვყაროთ და აი ნახეთ როგორი ქრთამებია, აი ნახეთ როგორი კორუფციაა. ამ დროს მეპატრონეს არც ვეკითხებით. პრემიერ-მინისტრის სახლი გადაიღეს და თქვეს რამხელა სახლი აქვს, მიწა გადაიღეს მეზობლის, რომელიც მისი არ იყო და გამოიტანეს და ატრიალეს, მერე გაირკვა, რომ ასე არ იყო, ეს სახლიც პრემიერ-მინისტრის, მე რომ ვკითხე, იცინის, ან თინეიჯერი ვიყავიო, უკეთეს შემთხვეაშკი სტუდენტი ვიყავიო როდესაც ეს სახლი აშენდაო, შეიძლება ამის გაურკვევლად ასე გამოტანა?”,- განაცხადა ივანიშვილმა.