“გორში მოკლული გოგონას საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს”

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის ხელმძღვანელობით, მოზარდის მკვლელობის საგამოძიებო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში გორში ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. კახა საბანაძის განცხადებით, გორში მოკლული გოგონას საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს, რაზეც უახლოეს საათებში ისაუბრებენ. „აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები და ამაზე უახლოეს საათებში ვისაუბრებთ“, – განაცხადა საბანაძემ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები