გია ვოლსკი: საზოგადოება, მათ შორის ჟურნალისტური საზოგადოება, გულღია, გულწრფელ საუბარს გადაეჩვია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ უკეთესი იქნებოდა, რომ მეტ კონკრეტულ საკითხებზე ყოფილიყო.
მისივე თქმით, რეალურად, კითხვები მხოლოდ სკანდალურ თემებს ეხებოდა. “საზოგადოება, მათ შორის ჟურნალისტური საზოგადოება გულღია, გულწრფელ საუბარს გადაეჩვია და სულ პოლიტიკურად შეფუთულ პოზიციებს ელოდება. მეგონა, რომ მეტი იქნებოდა საუბარი კონკრეტულ პროცესებზე – როგორც საგარეო, ასევე საშინაო მიმართულებით. რეალურად კითხვები მხოლოდ სკანდალურ თემებს ეხებოდა. ფაქტია, რომ „რუსთავი 2“ ორიენტირებულია მხოლოდ ნეგატივზე და ხშირ შემთხვევაში, გადაჭარბებით აჩვენებს სურათს, რომელიც ჩვენც კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები სცოდავენ და არ არიან აქტიური, რომ უფრო მკაფიო კომენტარები და არგუმენტირებული განმარტებები გააკეთონ ყველა იმ საკითხზე, რაზეც ოპონენტი პოლიტიკური პარტიის მედიასაშუალება საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები