წელს, “ბიზნესდაჯილდოება 2018-ში” 346 კომპანია მონაწილეობს
ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე რეგისტრაცია დასრულდა. სულ წარმატებით 346 კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც ნომინაციების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
წლის სტარტაპი – 34%
ბიზნესი დადებითი გავლენისთვის – 25%
წლის ქართული პროდუქტი – 14%
წლის ქალი მეწარმე – 12%
წლის ტურისტული ბიზნესი – 10 %
წლის ბიზნესი – 6%
დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს ნოემბერში გამოავლენს, რომელთა საკომუნიკაციო კამპანიას “თი-ბი-სი” ბანკი წარმართავს. ბიზნესდაჯილდოების 6 გამარჯვებული კი, დეკემბერში გამოვლინდება. გამარჯვებულებს სურვილისამებრ, შეეძლებათ აირჩიონ მათთვის სასურველი პრიზი: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი, ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყოფა (კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია ან ვებ-სერვისი).
“თი-ბი-სი” ბანკი უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს „ბიზნესდაჯილდოება“, რომლის მიზანია ბიზნესსოციუმის განვითარება და ბიზნესების მხარდაჭერა. დაჯილდოება საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოქმედი კომპანიების წარმატების ისტორიებს და პოპულარიზაციას უწევს ბიზნესის კეთებას საქართველოში.
R