საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ საბრძოლო მომზადების კურსის ბოლო ეტაპი დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა წვრთნის პროგრამის – საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის (BCT) ბოლო ეტაპი დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს 400-მდე მოქალაქე ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე 10 კვირის განმავლობაში საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლის და კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდება.
რეკრუტებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. კურსის მონაწილეები საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო მომზადებასაც გაივლიან.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებმა კურსზე ჩარიცხვამდე ფიზიკური მომზადებისა და ფსიქოლოგიური ტესტები, ასევე სამედიცინო კომისიის შემოწმება გაიარეს.
ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე სწავლებიდან მეოთხე კვირას ღია კარის დღე ჩატარდება, სადაც ოჯახის წევრებს რეკრუტების მონახულება შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები