ეკა ბესელია: პარლამენტში მინისტრები მოვლენ, მათ შორის ძალოვანი უწყების მინისტრებიც, მაგრამ არა შოუების გასამართად

“პარლამენტში მინისტრები მოდიან და მოვლენ, ისინი პერსონალურად ბატონ კახიძეს ან ბატონ გოცირიძეს ვერ ეწვევიან”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეm ეკა ბესელიამ პარლამეტში ძალოვანი უწყების მინისტრების პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, პარლამენტში მინისტრები მოვლენ, მათ შორის ძალოვანი უწყების მინისტრებიც, მაგრამ არა სპექტაკლებისთვის და შოუების გასამართად.
“2012 წლის დეკემბრიდან დავასრულეთ ეტაპი, როდესაც მინისტრები არ დადიოდნენ პარლამენტში და ისინი თავად იბარებდნენ პარლამენტის წევრებს. 2013 წლიდან დავიწყეთ საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და ნურავინ შექმნის იმის ილუზიას, რომ მინისტრების პარლამენტში დაბარება უცხო ხილია. პარლამენტში მინისტრები მოდიან და მოვლენ, მათ შორის ძალოვანი უწყების მინისტრებიც, მაგრამ არა სპექტაკლებისთვის და შოუების გასამართად, არამედ იმისთვის, რომ კითხვებზე პასუხები ჰქონდეთ. პერსონალურად ბატონ კახიძეს ან ბატონ გოცირიძეს ვერ ეწვევიან. ისინი მოდიან პარლამენტში,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები