“შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შეთანხმების დადებაზე რაც შეგვიძლია სწრაფად ვმუშაობთ” – უკრაინის ფინანსთა მინისტრი
უკრაინასა და აშშ-ს კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმებისთვის ხელის მოწერამდე გარკვეული საკითხები აქვთ გასარკვევი, თუმცა უკრაინული მხარე მის გასაფორმებლად სწრაფად მუშაობს, – ამის შესახებ “როიტერს” უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ განუცხადა.
“პროგრესი იყო და ახლა ჩვენი გუნდები ძალიან მჭიდროდ მუშაობენ. კვლავ არის რაღაც კითხვები, რომლებსაც განვიხილავთ. რაც შეიძლება სწრაფად ვმუშაობთ, რომ შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ”, – თქვა მარჩენკომ.
მარჩენკო და სხვა უკრაინელი ოფიციალური პირები ოთხშაბათს აშშ-ის ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტს შეხვდნენ, რათა შეთანხმება განეხილათ.
ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, როგორც საწყის ნაბიჯს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ.