იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და მათ პოზიტიურ გავლენას მსჯავრდადებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესზე.

იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ‒ ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე და ლაშა მაღრაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილეები ‒ თამარ გვარამაძე, ელენე ღუდუშაური და ირინა ჩიხლაძე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები