ქვემო ქართლში 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამარხის სარწყავი სისტემის წმენდით სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამუშაოები ითვალისწინებს მაგისტრალური არხის, ჯამში 10 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის, ნატანისა და ხე-ბუჩქნარისგან წმენდას, ასევე გამშვებ-სარეგულაციო ფარების მოწყობას.
საქართველოს მელიორაციამ ღონისძიებები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მაისში დაასრულებს.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდას და შეამცირებს წყლის დანაკარგს; შედეგად, დაახლოებით 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, რეგულარულ სარწყავში გადავიდა 34,095 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 32,070 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა.