გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის საელჩოს ვიდეოზე: სხვისი აზრის პატივისცემა კი არა, სხვისი აზრის განადგურება აქვთ ჩაფიქრებული ამ ხალხს და აკეთებენ კიდეც

“ესაა მტკიცებულებები, რომ ერთის მხრივ, ვითომ ევროპული ღირებულება ადარდებთ და იქცევიან ანტიევროპულად. ეს ვიდეოც ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ უკვე ფორმალურადაც აღარ მალავენ, რომ აგრესიულად არიან განწყობილები, “- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეოს შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფორმალურადაც აღარ მალავენ, რომ სხვისი აზრის პატივისცემა კი არა, სხვისი აზრის განადგურება სურთ.

„აი, ეს არის რეალური მტკიცებულებები, რომ ერთის მხრივ, ვითომ ევროპული ღირებულება ადარდებთ და მეორეს მხრივ იქცევიან ანტიევროპულად, ანტი ადამიანურად. სხვისი აზრის პატივისცემა კი არა, სხვისი აზრის განადგურება აქვთ ჩაფიქრებული ამ ხალხს და აკეთებენ კიდეც, რაც შეუძლიათ, ქუჩაში ყოველ შემთხვევაში. ეს არის მოცემულობა და ეს ვიდეოც ერთ-ერთი დასტურია ზუსტად იმის, რომ ერთის მხრივ, უკვე ფორმალურადაც აღარ მალავენ იმას, რომ აგრესიულად არიან განწყობილები მათი მოწინააღმდეგეების მიმართ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საელჩომ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც გიორგი ჩუგოშვილი მონაწილეობს. ის ამბობს, რომ ევროპის დღეების ერთ-ერთი სპიკერი იქნება. ეს ის ჩუგოშვილია, რომელიც ქართული ეკონომიკის კოლაფსს პროგნოზირებდა. სწორედ მან შექმნა პლატფორმა „ფრი ბიზნესი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები