შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო მაშინ, როცა ყველა გაიქცა

“საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო მაშინ, როცა საელჩოები დახურეს და დროშები ჩამოწიეს, მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი ენჯეოს საყვედური არ არსებობს,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ომში ითრევდა.

,,სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლება მოიქცა არა ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლება მოიქცა 2008 წელს, როცა ჩვენ ჩვენს ომში არ ვითრევდით. არავისთვის გვითქვამს, რომ მოდით, იომეთ და თქვენი სისხლი შეწირეთო. ისინი ქართველ ხალხს სამარცხვინოდ მოექცნენ. საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო მაშინ, როცა ყველა გაიქცა, საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს და უკრაინაში მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი ენჯეოს საყვედური არ არსებობს. ერთი მაინც თქვან. დგანან და გადაეფარებიან ყველას, ოღონდ, საქართველოს და ქართველს არა. ღალატი სხვა რამე კი არ არის. მაინც და მაინც ღალატი ის კი არ არის, რომ უჩა ნანუაშვილივით ვიღაც გამოიჭირო და ფული შეაგროვო, ღალატი ისიც არის, რომ გაჩუმებული ხარ. ვინც 2022 წელს ჩუმად იყო მაშინ, როცა საქართველოს ომში ჩათრევაზე ზეწოლა მიდიოდა, ესეც ღალატია, მათ შორის მედიის მხრიდან!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები