გია ვოლსკი: ზაზა ოქუაშვილი არის ჩამოყალიბებული თაღლითი, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ხელს აფარებს

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ჩანაწერების საკითხზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განცხადებების კეთება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება და მაყურებელზეა გათვლილი.

ამის შესახებ ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციის წევრებმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ კანონდარღვევაა, როცა მინისტრები პარლამენტში  არ მიდიან.
რომან გოცირიძეს გია ვოლსკიმ უპასუხა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს აფარებს ზაზა ოქუაშვილს.
„ბიუროზე განცხადების გაკეთება, რომ ჩანაწერები ავთენტურია, ვიღაცას ეჭვი ეპარება-არ ეპარება, ეს არის გათვლილი მაყურებელზე, წინასაარჩევნო პერიოდზე. თუ ამ საკითხის დეტალებში შევდივართ, მაშინ გიპასუხებთ: ამ აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერის შესახებ ერთი მხარე აცხადებს, რომ დადგმული იყო და რატომ არ უნდა დავიჯეროთ. თქვენ ხელს აფარებთ ოქუაშვილს, რომელსაც ვალი აქვს სახელმწიფოს წინაშე.  როცა ჰქონდა  6 მილიონი ლარი ვალი, ამბობს, რომ 4 მილიონს სთხოვდნენ ქრთამად. ეს 4 მილიონი ვალში გაესტრუმრებინა და დღეს არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში. ადამიანი არის ჩამოყალიბებული თაღლითი, რომელსაც თქვენ ხელს აფარებთ, რადგან ერთი ოჯახი ხართ. ეს არის რეალური მდგომარეობა“, – მიმართა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე დეპუტატ რომან გოცირიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები