ივანე მაჭავარიანი ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და შვედეთის სამეფოს ახალდანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა, ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტებზე.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მან ელჩს მადლობა გადაუხადა განვითარების სფეროში შვედეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის.
თავის მხრივ, შვედეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, საქართველოში ფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების სექტორი, გარემოს დაცვა, ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები