სალომე ზურაბიშვილი: არ მინდა ვიყო წარსულის პრეზიდენტი, ამიტომ, არ ვპასუხობ ყველა ბრალდებას, რაც ისმის ქვეყანაში

0
მე არ მინდა ვიყო წარსულის პრეზიდენტი, ამიტომ, არ ვპასუხობ ყველა ბრალდებას, რაც ისმის ქვეყანაში, – ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სენაკში შეკრებილ ამომრჩევლებს.
“წინსვლა არის ის, რისთვისაც მოვდივარ. მე, არ მინდა ვიყო წარსულის პრეზიდენტი. ამიტომ, არ ვპასუხობ ყველა ბრალდებას, რაც ისმის ქვეყანაში. ეს ყველაფერი მიმართული არის იმისკენ, რომ ჩვენ ჩავიძიროთ დაპირისპირებაში და ლანძღვა-გინებას ვუპასუხოთ ლანძღვა-გინებით, სიძულვილს ვუპასუხოთ სიძულვილით და ეს არასდროს დამთავრდება. ჩვენ, ვაშენებთ სხვა ახალ ქვეყანას. ვიცი, რომ საზოგადოება ამ ყველაფრით არის გადაღლილი, ჩვენ ეს აღარ გვინდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, ვართ 21-ე საუკუნის ქვეყანა და არა წარსულის. ყველა, ვინც ებრძვის ამ დამშვიდებულ, გაერთიანებულ მომავალს არის საქართველოს მტერი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ქვეყნის გარეთ მტრებს რომ აწყობთ ჩვენი დაშლა და სისუსტე ეს ხომ ნათელია, ამიტომ მე, ვიქნები გამაერთიანებელი პრეზიდენტი. ეს, მარტივი არ იქნება. დღეს მაინც არის არაქართული და არაევროპული მიდგომები, სადაც ყველას ყველაფერს აბრალებენ. ამ ყველაფერზე ერთად უნდა ვიფიქროთ და მოვემზადოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი