ზვიად ძიძიგური: ნურავის ექნება ილუზია, რომ ქვეყანაში რამე ტიპის არეულობას გამოიწვევს
ნურავის ექნება ილუზია, რომ ქვეყანაში რამე ტიპის არეულობას ან დესტაბილიზაციას გამოიწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ზვიად ძიძიგურის შეფასებით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში რაღაც ტიპის დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სრულიად უსუსური მცდელობა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას შეუქმნან საფრთხე. მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ვინ არის, როცა შევარდნაძე მასზე გაცილებით ძლიერი იყო და მაშინ მოვუწყვე რევოლუციაო. ასეთი რამ პირდაპირ განაცხადა თავიანთი პარტიული ტელევიზიის ეთერიდან. ასეთი სურვილები აქვთ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
“დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალურ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა.