სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, მალხაზ კობაური, წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის თქმით, ბრალდებულის მიმართ არსებული განჩინება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, უცვლელი დარჩება.
მისივე განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულება ამართლებს ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საკითხს.
სასამართლო სხდომა ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის თაობაზე, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.