“საქართველოს დაწინაურება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში პოზიტიური მაჩვენებელია”

საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის დამფუძნებელი ალექსი ალექსიშვილი, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს დაწინაურებას ცალსახად დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ინდექსი არ მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკას, არამედ ეყრდნობა მეწარმეების გამოკითხვას, მათ მოლოდინებს და განცდას იმის შესახებ, თუ როგორია ბიზნეს გარემო.
“საქართველოს დაწინაურება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ცალსახად პოზიტიური სიგნალი და მაჩვენებელია. ინდექსი არ მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკას, არამედ ეყრდნობა მეწარმეების გამოკითხვას, მათ მოლოდინებს და განცდას იმის შესახებ, თუ როგორია ბიზნეს გარემო. ეს სიგნალები ძალიან საინტერესოა, რადგან გვაჩვენებს მათ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. თუ ჩვენ შევხედავთ ოთხი ნაწილისგან შემდგარ ინდიკატორებს, ისინი გვაჩვენებს, რომ ერთი მხრივ პოზიტიურია დამოკიდებულება ბიზნეს გარემოს მიმართ. მეორე მხრივ, მეწარმები მნიშვნელოვან პრობლემას ხედავენ ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ბაზრის სიმცირე და ინოვაციების მიმართ დამოკიდებულება. ორივე სიგნალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათზე უნდა ააგოს მთავრობამ შესაბამისი პოლიტიკა – როგორ უპასუხოს შემდგომში ამ გამოწვევებს. მთავრობა საკმაოდ პოზიტიურად პასუხობს ბაზრის სიმცირის მიმართ გამოწვევას. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება და ძალიან კარგია, რომ ეს ტენდენცია გრძელდება. მოვუწოდებთ, რომ კიდე უფრო აქტიურად გააგრძელონ. მეორე მხრივ, ინოვაციებთან დაკავშირებული გამოწვევა აჩვენებს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას და განათლების სისტემის რეფორმირებას, რადგან ეს არის ორი ძირითადი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან და განვითარებასთან”, – აცხადებს ალექსი ალექსიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები