რუსთავში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

რუსთავში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები