ლარი კვლავ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0191 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.6855 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.6664 ლარი ღირდა.
0.0170 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.1095 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0925 ლარი იყო.