მირზა სუბელიანი: კალანდიაზე უნდათ გასვლა… ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ, ატყობ რეებს აკეთებენ?!

“უკვე ყველაფერზე მიდიან… ბავშვზე… კალანდიაზე უნდათ გასვლა… ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ, ატყობ რეებს აკეთებენ?!“ – ამ სიტყვებით მიმართავს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი პარლამენტის დეპუტატს ვიქტორ დოლიძეს აუდიჩანაწერში, რომელიც დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.
სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ „მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან და ყველაფერს ანგრევენ“.
„ბოლომდე მწირავენ, ვერ ხედავ, უკვე ყველაფერზე მიდიან… ბავშვზე…კალანდიაზე უნდათ გასვლა… ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ, ატყობ რეებს აკეთებენ?! იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან, ყველაფერს ანგრევენ. ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე? დანგრეული არ მაქვს ცხოვრება? მისთვის უკვე რა აზრი, აქვს სად იქნება… დაჭერა უნდათ, დაიჭირონ, მარა სწორი იქნება? ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები „პროსტა“, შენ ხომ იცი… ამ ბავშვს პატრონი აღარ ჰყავს… არც ჩემებს ჰყავს და არც არავის…“, – აცხადებს სუბელიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები