„ქართულმა ოცნებამ“ ქობულეთის გამგებლად სულხან ევგენიძე წარადგინა

კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ქობულეთის მუნიციპალიტეტში პროპორციული სიის ოცეული, გამგებლობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. გამგებლის თანამდებობისთვის ქობულეთში სულხან ევგენიძე იბრძოლებს. კანდიდატი აცხადებს, რომ ადგილობრივთა პრობლემებს კარგად იცნობს. პრიორიტეტად ციტრუსის რეალიზაცია, წყალკანალიზაციის პრობლემის მოგვარება, ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოება და სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიაჩნია. საკრებულოს მაჟორიტარად ნათია თხილაიშვილი, პარტიული სიის პირველ ნომრად კი სულხან ოქროპირიძე დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები