აუდიტის სამსახური: სავალუტო კურსის ცვლილება სახელმწიფო ვალის მთავარ რისკ-ფაქტორად რჩება

„სავალუტო კურსის ცვლილება სახელმწიფო ვალის პორტფელის მთავარ რისკფაქტორად რჩება“, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური იუწყება.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია ასევე, სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზეც.
„2019 წელს სახელმწიფო ვალის ნაშთი მოცულობა 1.8 მლრდ ლარით იზრდება 2018 წლის გეგმასთან შედარებით და 19.7 მლრდ ლარს უტოლდება. აღნიშნულ ზრდაში საგარეო ვალის ეფექტი 72%-ს შეადგენს და სავალუტო კურსის ცვლილება კვლავ რჩება სახელმწიფო ვალის პორტფელის მთავარ რისკ-ფაქტორად, რისი მაგალითიც არის 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით არსებული სახელმწიფოს ვალის ნაშთის 211 მილიონი ლარით ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, შემუშავდეს და გამოქვეყნდეს სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მთავრობის ხედვა სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის კანონპროექტს თან ახლავს მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი. თუმცა, წარმოდგენილი ცვლადებისა და შოკების რეალისტურობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, მთავრობის ვალის ნაშთი მოიცავდეს მუნიციპალიტეტებისა და სსიპ-ების ვალდებულებებს, ხოლო პირობითი ვალდებულებების ანალიზი ეყრდნობოდეს განახლებულ მონაცემებს“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
მათივე ცნობით, ასევე, მნიშვნელოვანია, დროულად დასრულდეს სახელმწიფო საწარმოების კლასიფიცირება და სამთავრობო სექტორში მოხვედრილი საწარმოების ვალდებულებები მთავრობის ვალის მოცულობაში გათვალისიწინებული იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები