“მართვის მოწმობები გაიცემა თაღლითურად, რაც გზებზე უცოდინარ ადამიანებს ამრავლებს”

მართვის მოწმობები გაიცემა ადვილად, თაღლითურად, კოდირების გზით, რაც ამრავლებს ჩვენს გზებზე უცოდინარ ადამიანებს, – ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მესხიშვილმა საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მესმე სექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.
„პრემიერთან შეხვედრის მცდელობა გვაქვს უკვე მეორედ ამ პრემიერმინისტრის პირობებში. საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება იმას, რომ თუ გვსურს, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება,ეს საკითხი პრემიერმინისტრის დონეზე უნდა ავიდეს.
იყო მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობა და რეკომენდაციები ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, ეს რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. ის შეეხებოდა იმას, რ ომ ტრანსპორტის სფერო და სექტორი ერთ კონკრეტულ სახელმწიფო სტრუქტურაში ყოფილიყო თავმოყრილი, მას ჰყოლოდა ერთი კონკრეტული მენეჯერი, მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა განსაზღვრულიყო. ვიცით, რომ დღეს ეს ფორმალურად არის ეკონომიკის სამინისტროს სფერო, ეკონომიკის სამინისტროში არის ძალიან ცუდი კორდინირება“- განაცხადა მეხიშვილმა.
მისივე თქმით, სატრანსპორტო სფეროზე პასუხისმგებელი სტრუქტურა, პრაქტიკულად, არ არსებობს.
„პრემიერთან შეხვედრის მთავარი მიზანი არის ის, რომ მას გარკვეული რეკომენდაციები მივცეთ , როგორ უნდა მოეწყოს ეს ყველაფერი სტრუქტურულად იმისთვის, რომ ასეთი საგანგაშო რიცხვები აღარ გვქონდეს.
ამას ერთვის ევროდირექტივების საკითხი, ტექნიკური ინსპექტირების საკითხი, რომელიც ეფექტიანად არ არის ჯერჯერობით დანერგილი. ამას თან ერთვის მართვის მოწმობის საკითხი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მართვის მოწმობა გაიცემა ადვილად, თაღლითურად, კოდირების გზით, რაც ამრავლებს ჩვენს გზებზე უცოდინარ ადამიანებს. ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად , დაუკავშირდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ბევრი პრობლემაა და გვსურს, ამ ყველა საკითხზე პრემიერს ჰქონდეს კომპეტენტური ინფორმაცია“- განაცხადა მესხიშვილმა.
შეგახსენებთ, საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში გაზრდილი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
მათი ინფორმაციით, „2018 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით საქართველოში მოხდა 4 196 საგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989 პირი. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით (292 შემთხვევით მეტი) დაშავებულობა კი 8%-ით გაიზარდა (443 პირით მეტი დაზიანდა).

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები