რუსთავში, 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი ხეზე იყო ჩამოკიდებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საპატრულო პოლიციაში შეტყობინება დღეს დილით შევიდა. შემთხვევა კი, სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები