ვეტერანის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება

ხვალ, ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საზეიმო მიღება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხვა წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, „საქართველოს გენერალთა კლუბის” წევრები და ვეტერანები დაესწრებიან.
საზეიმო მიღება 12:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართება.
ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები