პროკურატურასთან ბორის კაკუბავა მივიდა

პროკურატურასთან, სადაც სკანდალურ აუდიოჩანაწერზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე გამოძიების კითხვებს პასუხობს, ასევე მივიდა მირზა სუბელიანის სიმამრი, ბორის კაკუბავა.
მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და არ განმარტა, რა მიზეზით იმყოფებოდა პროკურატურასთან.
„თქვენი დედა მოვ…ნ წადით ახლა აქედან, ვინ მოგცათ უფლება ასე მოიქცეთ, თქვენ გგონიათ ყველაფრის უფლება გაქვთ?“ – მიმართა ბორის კაკუბავამ ჟურნალისტებს.
ბორის კაკუბავას საქმის ახალ დეტალებზე არ უსაუბრია.
მესტიის მაჟორიტარის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე არ დასრულებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები