სალომე ზურაბიშვილი: მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული

„მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული“, – ამის შესახებ საპრეზიდენტო დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მუცოზე აღდგენითი სამუშაობი მიმდინარეობს.
„აღდგენითი სამუშაოები დაწყებული არის მუცოზე. აქ უნდა ავღნიშნო, რომ მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული. ადამიანი შეიძლება პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით გააკრიტიკო, მაგრამ უმადურობა და არ აღიარება არ არის საკადრისი საქართველოს საზოგადოების. ასეთი აღდგენა, როგორიც არის მუცოს და რომელიც მალე დასრულდება არის ძალიან დიდი საქმე სწორედ მთისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები