„პირველი და მეთერთმეტეკლასელი მოსწავლეებისთვის ერთნაირი ულუფაა გათვალისწინებული“, – ომბუდსმენის მონიტორინგი უსინათლოთა სკოლაში

უსინათლო ადამიანებს წვდომა არ აქვთ განათლებაზე, დასაქმებაზე, დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებზე, სარეაბილიტაციო სერვისებზე, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველის აპარატის, შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუსუდან კოხოძემ განაცხადა.
პრესკონფერენცია თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც 15 ოქტომბერს აღინიშნება.
„შშმ პირთა წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ. ამ მიმართულებით ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში გვაქვს დათმობილი ძალიან მოცულობითი ქვეთავი და სპეციალურ ანგარიშებსაც გამოვცემთ. მაგრამ, სამწუხაროდ, პრობლემები, რომლებზეც გვიწევს წლების განმავლობაში საუბარი, არის ერთი და იგივე. ეფექტიანი წინგადადგმული ნაბიჯები არ გვხდება,
თეთრი ხელჯოხი არის აუცილებელი ატრიბუტი უსინათლოებისთვის, რომლის გარეშეც მათ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ. როდესაც იმასაც კი ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო, რომ მათ საჭიროებებზე მორგებული დამხმარე საშუალება შევთავაზოთ,  ასევე გარკვეული ინსტრუქტაჟი ჩავუტაროთ, როგორ უნდა გამოიყენოს ეს დამხმარე საშუალება იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ადამიანმა ფუნქციონირება, რა თქმა უნდა, სხვა უფლებების რეალიზებაზე ზედმეტია საუბარი“, – განაცხადა რუსუდან კოხოძემ.

მისივე თქმით, საქართველოში უშუალოდ უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი ერთადერთი სკოლაა.
„ ეს არის 202-ე საჯარო სკოლა, ახლა მას რესურს-სკოლა ეწოდება. ჩვენ ჩავატარეთ ამ სკოლაში მონიტორინგი მაისში, მონიტროინგს წინ უძღვოდა ძალიან ცუდი ფაქტი, რომელიც ამ სკოლაში მოხდა, სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა უსინათლო ბავშვი. ის იმ დროს უნდა ყოფილიყო აღმზრდელების მეთვალყურეობის ქვეშ. აღმოჩნდა, რომ 4 აღმზრედელიდან ოთახში არცერთი არ იყო და გარდა ამისა, ფანჯარა იყო ღიად დატოვებული. ბავშვი, საბედნიეროდ, გადმოვარდნის პროცესშივე ეზოში მყოფმა მანდატურმა შეამჩნია, რომელიც შეეშველა და მისი სიცოცხლე იხსნა, უსაფრთხოების მხრივ პრობლემებია ამ სკოლაში. ჩვენმა მონიტორინგმა რაც აჩვენა, პირველი, რაც თავლშისაცემია, შენობა მთლიანად არაადაპტირებული, ძალიან ძველი შენობაა, ამორტიზებული ინფრასტრუქტურაა, დაზიანებულია იატაკის საფარი, რაც უსინათლოებისა და მცირედმხედევლებისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, დიდი ხანია არ ჩატარებულა რემონტი. გარდა ამისა, მოუწესრგებელი იყო გარე პერიმეტრი, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, შუშის ნამსხვრევები მოფანტული იყო ეზოში.
გამოვლინდა, რომ სკოლის მოსწავლეთა ნაწილს პანსიონურ მომსახურებასაც უწევს სკოლა. ბავშვებს ჰქონდათ ძალიან სერიოზული პრეტენზიები კვებასთან დაკავშირებით. ისინი ამბობდნენ რომ შიმშილობენ, არ ჰყოფნით საკვები, რომელსაც სკოლა მათ სთავაზობს. მოვიკვლიეთ ეს საკითხი, როცა გავეცანით მენიუებს აღმოჩნდა, რომ ძალიან მცირეა კალორაჟი თითოეული კვებისთვის. პრობლემაა ისიც, რომ პირველკალსელი მოსწავლისთვის და მეთერთმეტე კალსელი მოსწავლისთვის ერთთნაირი ულუფაა გათვალისწინებული, რაც ვერ დააკმაყოფილებს ამ ბავშვების მოთხოვნილებას. სამინსიტროს არგუმენტი იყო ის, რომ მათ ექსპერტის მიერ შემუშავებული მენიუს საშუალებით დაადგინეს ეს კალორაჟი, მაგრამ პრობლემაა ის, რომ ბავშვები შიმშილის გრძნობას ვერ იკმაყოფილებენ.
სკოლა უსინათლო ადამიანებს უნდა დაეხმაროს, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უნარები განივითარონ, განათლების მიღება შეძლონ. ამისთვის მნიშვენლოვანია, მობილობის ორიენტაცია და რეაბილიტაციის ღონისძიებები, რასაც სკოლა ვერ ახორიციელებს ისე, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს“, – განაცხადა რუსუდან კოხოძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები