ვლადიკავკაზიდან საქართველოში გადმოსული 15–მდე მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება

ვლადიკავკაზიდან რამდენიმე დღის წინ საქართველოში გადმოსული 15-მდე მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა. ვლადიკავკაზიდან გამოდსული მოქალაქეები დარიალის ხეობაში გახსნილ საგანგებო შტაბთან მივიდნენ და სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარება ითხოვეს. მათი თქმით, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე 2 დღის წინ, მეწყერის ჩამოწოლამდე გადმოვიდნენ, ახლა კი უკან დაბრუნებას, გზის არარსებობის გამო ვერ ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები