სრულიად საქართველო დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა და მცხეთობა აღინიშნება. 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება. წირვას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
სვეტიცხოვლობა-მცხეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები, მოეწყობა საბავშვო გასართობ-შემეცნებითი კუთხე.
11:00-18:00 სთ-მდე გაიმართება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
11:00-17:00 სთ-ზე სადღესასწაულო კონცერტი (მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და მომღერალ-მგალობელთა გუნდი „დიდგორი“).
13:00-14:00 სთ-ზე მცხეთის 2018 წლის „საპატიო მოქალაქეების“ წარდგენა-დაჯილდოება.
15:00–16:00 სთ-ზე საბავშვო სპექტაკლი.
15:00 – 16:30 სთ-ზე ქუჩის თეატრი – საკარნავალო მსვლელობა.
19:30 – 21:00 სთ-ზე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“.
16:00 – 17:30 სთ-ზე ქალაქ მცხეთის ბენდი ,,The light room”.
21:00 – 22:00 სთ-ზე ელექტრონული მუსიკა – DJ Alex.
საზეიმო ღონისძიებებს 21:00 სთ-ზე ფოიერვერკი დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები