საქველმოქმედო აქცია პროექტ ,,მჭირდები“-ს ფარგლებში ჩატარდება

არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიონის სინერგია“ საქველმოქმედო აქციებს აგრძელებს. ამჯერად პროექტის – “მჭირდები” ფარგლებში ორგანიზაცია ათონელის ქუჩაზე მცხოვრებ ბავშვებს დაეხმარება.
როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა ლიკა ბებურიძემ ,,კვირასთან“ საუბარში განაცხადა, სტომატოლოგიური კლინიკა “ნუმა-დენტის” სტომატოლოგი ირინა შალიკაშვილი ბავშვებს მთელი თვე უფასო სტომატოლოგიურ პროცედურებს ჩაუტარებენ. გარდა ამისა, მათ უამრავი სიურპრიზი ელით.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიონის სინერგია“ უკვე რამდენიმე წელია, რაც სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციებს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები