ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის შემოსავლის მთავარი წყარო კომპანია Elbit-ის ბიზნესპროექტია

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განმარტებით ოთარ ფარცხალაძე ხუთი წელია, რაც ბიზნესშია და მისი შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ-ებრაული კომპანია Elbit-ის ბიზნესპროექტია.
გაგი მოსიაშვილს არ დაუკონკრეტებია რა თანამდებობას იკავებს ფარცხალაძე აღნიშნულ კომპანიაში.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს დააზუსტებდა.
„არის ერთ-ერთი კომპანია Elbit, რომელიც უშვებს ბოინგის დეტალებს. ოთარ ფარცხალაძე ამ პროექტით ამაყობს. ეს კომპანია არის ქართულ-ებრაული და საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად. ეს არის მისი ძირითადი ბიზნესი“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები