გიორგი გახარია არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ესა აბდულა ალ ბაშა ალ ნოაიმის შეხვდა. ალ ნოაიმი არაბთა გაერთიანებული საემიროების პირველი რეზიდენტი ელჩია საქართველოში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.
გიორგი გახარიამ არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს, ესა აბდულა ალ ბაშა ალ ნოაიმის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები