გოდერძი ჩანქსელიანი ამომრჩეველს: დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი თქვენი დახმარებით გაიმარჯვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი თეთრიწყაროში ამომრჩევლებს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, მისი ხმა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის და დარწმუნებულია, რომ საზოგადოების გვერდში დგომით, ის აუცილებლად გახდება პრეზიდენტი.
“ჩვენ, თქვენთან ერთად უამრავი გამოცდა ჩავაბარეთ, რაც არჩევნებს ეხება. 2012 წლიდან დღემდე, ფაქტობრივად, მეექვსე არჩევნებს ვატარებთ. ხუთ არჩევნებში ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ და ავირჩიეთ ყოველთვის ჩვენთვის რჩეული. ქალბატონი სალომე, დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში გაიმარჯვებს თქვენი დახმარებით. მე თქვენ მოგიწოდებთ, ყველას, რომ მივცეთ ხმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ჩემი ხმა პირადად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს”, – აღნიშნა გოდერძი ჩანქსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები