გიორგი კაკაურიძე: კანაფის ექსპორტით ფინანსური სარგებლის განსაზღვრა ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კანაფის ექსპორტით ფინანსური სარგებლის განსაზღვრა ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ამ ეტაპზე, კონკრეტული ციფრების დასახელება, როგორი შეიძლება იყოს კანაფის ექსპორტით მისაღები ფინანსური სარგებელი რთულია.
„ეს ძალიან ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული, გააჩნია რა მოცულობის იქნება, რამდენი ლიცენზია გაიცემა, რამდენი ფერმერი ჩაერთვება ამა თუ იმ საქმეში. ზუსტი თანხის თქმა დღეს ნამდვილად არ შემიძლია, თუმცა მსოფლიოში რა ტენდენციებიც მიდის, ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად იზრდება ეკონომიკური პროცესი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები