სამოგზაუროდ წასული ხობის მერიის 4 თანამშრომელი ისრაელში არ შეუშვეს

ხობის მერიის 4 თანამშრომელი ისრაელში არ შეუშვეს. საქართველოს მოქალაქეები სადეპორტაციო ცენტრში არიან გადაყვანილები.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს გამოემგზავრებიან. რაც შეეხება მათ ისრაელში არ შეშვების მიზეზს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე მიზეზებს არ აკონკრეტებენ.
„აღნიშნულ პირებს ისრაელში შესვლაზე უარი უთხრა ისრაელის მიგრაციის სამსახურმა. როგორც კონსულს ისრაელის შესაბამის სამსახურში განუცხადეს, საქართველოს ოთხივე მოქალაქე გადაიყვანეს სადეპორტაციო ცენტრში და დღეს გამოემგზავრებიან სამშობლოში. რაც შეეხება სადეპორტაციო დაწესებულების პირობებს, როგორც ისრაელის მხარე აცხადებს, იგი თანაბარია ყველასთვის და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში გადამეტებული მოპყრობის ფაქტს ადგილი არ აქვს“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ხობის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შვებულებით ამ დროისთვის 14 თანამშრომელი სარგებლობს.
მათივე ინფორმაციით, მერიის 4 თანამშრომელი, რომლებიც ისრაელში გაემგზავნენ შვებულებაში იმყოფებოდნენ და სამოგზაუროდ წავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები