დავით სერგეენკო: სალომე ზურაბიშვილს თანხა ექიმებმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაურიცხეს

„სალომე ზურაბიშვილს თანხა ექიმებმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაურიცხეს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, მან მედიის საშუალებით გაიგო ინფორმაცია, რომელიც ექიმების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიისთვის თანხის გადარიცხვას ეხება.
„იმის შესახებ, რომ ექიმებმა თანხა ჩარიცხეს, მედიიდან გავიგე. ის, რომ მათ ვინმე აიძულებდა, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ეს არის მათი პირადი გადაწყვეტილება და ამის დასაზუსტებლად ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ოქტომბრის თვის შემომწირველთა რიგებში ექიმებიც არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები