“ჯაველინების სისტემები იზორიას მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია“

აშშ-გან მიღებული ჯაველინების უახლესი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები ლევან იზორიას მიერ განხორციელებული რეფორმების პირდაპირი შედეგია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროს მისამართით პოლიტიკურად მოტივირებულ და დაუსაბუთებელ კამპანიებს ყურადღება არ მიექცეს.
„ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების უპრეცედენტოდ მაღალი შეფასებები აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ბატონ მატისისა და ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი უპრეცედენტო მხარდაჭერა ფიქსირდება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოაქვს უდიდესი პრაქტიკული შედეგები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის. შეერთებული შტატების მხარდაჭერით დაწყებული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ისტორიული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს და აღიჭურვოს 9 სამანევრო ბატალიონი, საერთაშორისო წვრთნების უპრეცედენტოდ გაზრდილი დინამიკა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებული ჯაველინების უახლესი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები ლევან იზორიას მიერ განხორციელებული რეფორმების პირდაპირი შედეგია.
მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება არ მიექცეს ბოლო პერიოდში სამინისტროს მისამართით დაუსაბუთებელ და პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიებს, არ შეფერხდეს აღნიშნული რეფორმების დინამიკა, მოხდეს ყველა ამ რეფორმის გაგრძელება და მიღწეული აღიარების შენარჩუნება, რაც, დარწმუნებული ვარ, გრძელვადიანი მზადყოფნის განვითარებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისათვის მტკიცე საფუძველს შექმნის“,-განაცხადა ზარდიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის რეფორმას ნატომ და აშშ-ს თავდაცვის მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები