სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Georgian Airways-ის ახალი ბორტი დარეგისტრირდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Georgian Airways-ის საჰაერო ხომალდი Embraer ERJ 190-200LR დაარეგისტრირა.
თვითმფრინავი სარეგისტრაციო (საბორტო) ნომრით 4L-MGT, 2006 წელს არის გამოშვებული. საშუალო ფიუზელაჟის საჰაერო ხომალდი მოკლე და საშუალო დისტანციაზე ოპერირებს.
საფრენად ვარგისობის სერტიფიცირების პროცესით გათვალისწინებული აუდიტების წარმატებით გავლის და საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებმა ახალი ბორტი და მისი ეკიპაჟის წევრები უკვე ბაქანზე, პირველი რეისის განხორციელების შემდეგ კომპლექსურად შეამოწმეს.








კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები