თბილისში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და მანქანები დააზიანა (ფოტოკოლაჟი)

დედაქალაქში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, 10 შეტყობინებაა შესული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყველაზე მეტი – 5 შეტყობინება, გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან შევიდა, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში, ერთ სახლს გადახადა სახურავი.
“ხის წაქცევამ 1 ავტომანქანა დააზიანა ისანი – სამგორის რაიონში.
2 შეტყობინება შემოვიდა დიდუბე – ჩუღურეთის რაიონიდან, სადაც ხის წაქცევას ზიანი არ გამოუწვევია.
ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა -კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე – მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები