“ზურაბიშვილის როლს და ფუნქციას პრეზიდენტის პოსტზე, სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველად ვხედავ”

„სალომე ზურაბიშვილის როლს და ფუნქციას პრეზიდენტის პოსტზე, სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველად ვხედავ, ის არ იქნება რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარი“, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, გურჯაანში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მსურს მივესალმო პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობის პოსტზე ჩვენი პარტია, „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. ყველა არჩევნების წინ მოვდივართ თქვენთან და გთხოვთ, რომ ხმა მოგვცეთ. თუმცა, აქ სულ სხვა რამისთვის შევიკრიბეთ, არ მინდა, რომ ხმა მისცეთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წინაპრები გურჯაანიდან არიან, არ მინდა მხარი დაუჭიროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია, მხოლოდ იმიტომ, რომ ემიგრაციაში გაიზარდა და სამშობლოს სიყვარულმა დააბრუნა დღეს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. მინდა, გთხოვოთ არა ხმის მიცემა, არამედ ინფორმირებული, სწორი არჩევანის გაკეთება. გულით, გრძნობით და გონებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის როლს და ფუნქციას პრეზიდენტის პოსტზე, სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველად ვხედავ, ის არ იქნება რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარი. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე იქნება კიდევ ერთი დიდი ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლების შორის“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები