უკრაინის საგარეო უწყება: თურქეთში რუსულმა მხარემ უკრაინის მიმართ მიუღებელი მოთხოვნები გამოთქვა

თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსულმა მხარემ უკრაინის მიმართ მიუღებელი მოთხოვნები წამოჭრა, თუმცა, 2014 წლიდან რუსებთან მოლაპარაკებების გამოცდილების გათვალისწინებით, უკრაინის წარმომადგენლებმა იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ, სტამბოლში მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„რუსეთის დელეგაციამ რამდენიმე რამ გააჟღერა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მოგეხსენებათ, 2014 წლიდან რუსებთან მოლაპარაკებების დიდი გამოცდილება გვაქვს და უკრაინის დელეგაციამ იცის, როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციებში, როგორ გაუმკლავდეს ყველაფერს, რასაც რუსული მხრიდან ვისმენთ. ჩვენი ძირითადი პოზიცია უცვლელი დარჩა“, – თქვა ტიხიმ.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლში დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები