ფაშინიანი თანამდებობას ტოვებს
სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი, აცხადებს რომ თანამდებობას დატოვებს მას შემდეგ, რაც ბრძანება მინისტრებისა და გუბერნატორების “აყვავებული სომხეთიდან” და “დაშნაკუცუტიუნიდან”, დათხოვნაზე ძალაში შევა.
სამშაბათს ფაშინინმა მინისტრებისა და გუბერნატორების “აყვავებული სომხეთიდან” და “დაშნაკუცუტიუნიდან”, დათხოვნის ბრძანება გასცა. “დაშნაკუცუტიუნის” პარტიამ განაცხადა, რომ თავად გამოიხმობს მინისტრებს.
“როდესაც გადაწყვეტილება მინისტრების დათხოვნაზე იურიდიულ ძალას მიიღებს, მე გადავდგები… მაგრამ პრემიერის მოვალეობებს შევასრულებ”, – განაცხადა პაშინიანმა.
მან ასევე დაამატა, რომ თუ კი პარლამენტი არ აირჩევს ახალ პრემიერ-მინისტრს, ამ შემთხვევაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.