ბრაზილიაში ციხიდან გაქცეული პატიმრები მოკლეს
ბრაზილიაში, შტატ ტოკანტინსში ციხიდან გაქცეულ პატიმრებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას 10 ამბოხებული დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Periodico ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პატიმრებმა Barra da Grota ციხეში, რომელიც არაგუაინას მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სამშაბათს დებოში მოაწყვეს. მათ მძევლად მასწავლებელი აიყვანეს, რომელიც ციხეში გაკვეთილებს ატარებდა, კიდევ ორ დაცვის თანამშრომელს პატიმრებმა იარაღი წაართვეს.
როგორც ცნობილია, ციხიდან სულ მცირე 20 პატიმარი გაიქცა. პოლიციამ სამძებრო ოპერაცია დაიწყო, რის შედეგადაც 10 გაქცეული დაიღუპა. კიდევ 10 ადამიანი ჯერ ისევ იმალება.