პენტაგონს შხამის შემცველი კონვერტი გაუგზავნეს

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროში ორი კონვერტი მივიდა, რომლებშიც, სავარაუდოდ, ტოქსიკური ნივთიერებაა მოთავსებული. საეჭვო კონვერტები პენტაგონის შენობაში ვერ მოხვდა – ისინი დახარისხების ცენტრში აღმოაჩინეს, რომელიც უწყების გარეთ მდებარეობს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კონვერტები აღმოჩენისთანავე ექსპერტიზაზე გადააგზავნეს.
როგორც ცნობილია, პირველი წერილი თავდაცვის მინისტრის ჯიმ მეტისის სახელზე, ხოლო მეორე – საზღვაო ძალების ადმირალის ჯონ რიჩარდსონის სახელზე იყო გაგზავნილი.
ინციდენტის გამოკვლევა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიებარა.
მოგვიანებით, ამერიკის სხვადასხვა გამოცემებმა, სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სახელზეც იყო მსგავსი საეჭვო კონვერტი გამოგზავნილი. კონვერტმა “თეთრ სახლამდე” ვერ მიაღწია, რადგან ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მანამდე აღმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები