ინდონეზიაში ვულკანი “სოპუტანი” ამოიფრქვა

ინდონეზიის კუნძულ სულავესზე ვულკანი სოპუტანი ამოიფრქვა. ფერფლის სვეტის სიმაღლემ 4 კილომეტრს მიაღწია. ავიაციისთვის ნარინჯისფერი საფრთხის დონე გამოცხადდა. მომხდარის შესახებ ინდონეზიის სამაშველო სამსახური იტყობინება.
სტიქიური კატასტროფები ინდონეზიაში 28 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, განმეორებით კი 200 ბიძგი მოყვა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200 ადამიანს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები