ბექა დავითულიანი -“ევროპული საქართველოს” წევრებს: ჩვენ თქვენ არ ვართ და არასდროს არ ვიქნებით

ყველა დაიღალა წარსულის შეხსენებებით. უბრალოდ თქვენ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ნარატივში გვამყოფებთ და ბრალს გვდებთ ყველაფერში, რაც თქვენ გაკეთებული გაქვთ და ჩვენ არ გაგვიკეთებია,- ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრებს “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატმა  ბექა დავითულიანმა ტელწკომპანია “იმედის” ეთერში სტუმრობისას მიმართა.
“ცდილობთ რეალობის მოდელირება გააკეთოთ და ჩვენ გადმოგვაბრალოთ, ამით გვაბრუნებთ წარსულში, – ასე რომ არა წარსულის შეხსენების თემა მოხსნილი იქნებოდა. მაგრამ როდესაც ცდილობთ ის დაგვაბრალოთ, რაც თქვენს დროს იყო ჩადენილი და ამით ცდილობთ თქვათ, რომ ჩვენ ერთი და იგივე ვართ და მოდით ორ ცუდს შორის ამოირჩიეთ – ვერ დაგეთანხმებით. რადგან ჩვენ თქვენ არ ვართ და არასდროს არ ვიქნებით,- განაცხადა დავითულიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები