ევროპარლამენტმა თურქეთისთვის 70 მილიონი ევროს გადაცემის გადაწყვეტილება გააუქმა

ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორების პირობების შეუსრულებლობის გამო ევროპარლამენტმა თურქეთისთვის ევროკავშირის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ევროს გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.
ე.წ. pre-accession assistance-დახმარების ფარგლებში, რომელიც ევროკავშირში შესვლის სამზადისში გაიცემა, “პარლამენტმა დღეს თურქეთისთვის 70 მილიონი ევროს გადაცემის გადაწყეტილება გააუქმა, ვინაიდან უზენაესი უფლებების გაუმჯობესების პირობები არ იქნა შესრულებული”, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ევროპარლამენტის რელიზში.
ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა გასული წლის ნოემბერში მიიღეს გადაწყვეტილება, შეენახათ რეზერვში 70 მილიონი ევრო, იმ პირობით, რომ თურქეთი უზენაესი უფლებების, დემოკრატიის, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფალი პრესის სფეროში რეფორმებს გაატარებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები