დავით მათიკაშვილი: ნაადრევი მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობას” და საქართველოს მტრებს უხარიათ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ტელეკომპანია “რუსთავი2-სა” და “იბერიაზე” გამოქვეყნებული ჩანაწერების გადამოწმება არ მოხდება, ნაადრევი მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას” და საქართველოს მტრებს გაუხარდებათ.
„ნება მომეცით, გიგაურისა და მისი მეგობრების მიერ შედგენილ დასკვნას და მოსაზრებებს კითხვის ნიშნები დავუსვა. როდესაც ისინი საუბრობენ ყოველგვარი შემოწმებისა და სამართლებრივი პროცედურების გარეშე რაიმე დასკვნების გამოტანაზე, აშკარად ჩანს ტენდენციურობა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, პირველ რიგში, დაინტერესებული უნდა იყვნენ, რაიმე ტიპის კითხვის ნიშანი ხომ არ არსებობს ჩანაწერში თუ ვინმეს განცხადებაში. შესაბამისად, თუ ამ ყველაფრის გადამოწმება არ მოხდება, ნაადრევი მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას” და პირდაპირ ვიტყვი, საქართველოს მტრებს უხარიათ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.