დავით უთმელიძე: ოპოზიციის განცხადებები და შედარებები არალოგიკურია

საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრი დავით უთმელიძე ტაქსების რეგულაციების შესახებ ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. დავით უთმელიძემ ოპონენტებს მიმართა და რეგულაციის თანმდევ დადებით ასპექტებს ხაზი გაუსვა.
“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმას, სწორედ იმას ქვია ბოდვა, რაც თქვენგან მოვისმინეთ. თქვენ რას ეძახით ბოდვას? იმას, რომ შეღავათები კეთდება და სახელმწიფო და ტაქსის მძღოლები ხარჯს არ გაიღებენ? ჯერ აღრიცხვიანობა ხდება, თქვენ რომ ფარატინა ფურცელს უწოდებთ. ბინის მესაკუთრეობის შესახებ იუსტიციის სახლში მიღებული ამონაწერიც ფარატინა ფურცელია, მაგრამ ის ქონების დოკუმენტია და თქვენი შედარებები ლოგიკური არ არის. თუ აღრიცხვიანობა არ მოხდება, როგორ უნდა მივიღოთ სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგი და კეთილმოწყობილი მომსახურება,“ – განაცხადა დავით უთმელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები